четверг, 9 марта 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე


        დღევანდელი ტრენინგი დაიწყო ნასწავლი მასალის გამეორებით. შემდეგ მოვახდინეთ საკუთარი პროექტების მოკლე განხილვა. გამოვთქვით აზრი ჯგუფის წევრების პროექტებთან დაკავშირებით.
       ტრენინგის განმავლობაში შესწავლილმა  თემებმა ბევრი ახალი ცოდნა შემძინა. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს გადააჭარბა. ახლებურად, თანამედროვე ხედვით შევისწავლე პროექტების წერა, ბლოგების და ბუკლეტების შექმნა.  ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას  აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობაში.
     დღევანდელი სამუშაო დღით დამთავრდა ჩვენი ტრენინგი  -"ინტელის სასწავლო კურსი".
      დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს,  ქ-ნ ქეთევან ცერაძეს, რომელმაც არ დაიშურა თავისი ცოდნა და გამოცდილება, რათა კარგად შეგვესწავლა ამ ტრენინგზე შესასწავლი მასალა შემდგომში  განხორციელებისათვის.

2 комментария:

  1. გავეცანი ქალბატონ ლეილას აქტუალურ პროექტს მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან ვფიქრობ საინტერესო პროექტია,წარმატებას უსურვებ მის განხორციელებაში.

    ОтветитьУдалить
  2. მოვისმინე ქ.ლეილა სამხარაძის პროექტი "მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან".დღევანდელ დღეს, ნამდვილად, აქტუალური საკითხია.ვფიქრობ დაინტერესებას გამოიწვევს მოსწავლეებში ამ თემაზე მუშაობა.
    წარმატებას გისურვებთ ამ პროექტის განხორციელებაში.

    ОтветитьУдалить