четверг, 9 марта 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე


        დღევანდელი ტრენინგი დაიწყო ნასწავლი მასალის გამეორებით. შემდეგ მოვახდინეთ საკუთარი პროექტების მოკლე განხილვა. გამოვთქვით აზრი ჯგუფის წევრების პროექტებთან დაკავშირებით.
       ტრენინგის განმავლობაში შესწავლილმა  თემებმა ბევრი ახალი ცოდნა შემძინა. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს გადააჭარბა. ახლებურად, თანამედროვე ხედვით შევისწავლე პროექტების წერა, ბლოგების და ბუკლეტების შექმნა.  ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას  აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობაში.
     დღევანდელი სამუშაო დღით დამთავრდა ჩვენი ტრენინგი  -"ინტელის სასწავლო კურსი".
      დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს,  ქ-ნ ქეთევან ცერაძეს, რომელმაც არ დაიშურა თავისი ცოდნა და გამოცდილება, რათა კარგად შეგვესწავლა ამ ტრენინგზე შესასწავლი მასალა შემდგომში  განხორციელებისათვის.

воскресенье, 5 марта 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე


           
           დღევანდელი ტრენინგი  განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ.
შევისწავლეთთ საქაღალსეზე მისამართის შეცვლა და მინიჭება. გადავიტანეთ პორტფოლიო საკუთარ ბლოგში.

суббота, 4 марта 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე



   ახალი მასალის განხილვამდე შევამოწმეთ  საკუთარი საქაღალდე. გავიმეორეთ განვლილი მასალები.
ვიმუშავეთ  განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეების  დავალებებზე. 

воскресенье, 26 февраля 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

 
  როგორც  ყოველთვის, დღევანდელმა ტრენინგმაც  საინტერესოდ ჩაიარა.  გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა და შევისწავლეთ ახალი თემები: მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა, შეფასების რუბრიკა, გეგმის განხილვა და დავწერეთ რეფლექსია. ამ დღის მუშაობით კმაყოფილი ვარ. 

суббота, 25 февраля 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე


        ტრენინგის მეხუთე დღე  ტრადიციულად  განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ .
შემდეგ  გავიაზრეთ, როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები და დავურთოთ   გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა  ჩვენს ნაშრომს  .
ვისწავლეთ, როგორ დავტოვოთ  კომენტარები  ჩვენ მიერ დათვალიერებულ ბლოგზე .
დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები.
შევქმენით მოსწავლის ბლოგი რომელიც ძალზედ საინტერესო იყო.
გავარჩიეთ  გამოსაყენებელი ინფორმაციული ელემენტები. ვისწავლეთ სურათების    ჩასმა გვერდზე. დღევანდელი  ჩვენი და ტრენერის ქ-ნი ქეთევანის მუშაობით კმაყოფილები ვართ.

воскресенье, 19 февраля 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე.

  საინტერესო ტრენინგი იყო.  გავიმეორეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა.  შევისწავლეთ  როგორი ფორმით მოვახდინოთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. გავეცანით დროში გაწელილ შეფასების გაგმას. შევისწავლეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია და ვიმუშავეთ რეფლექსიაზე. 

суббота, 18 февраля 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

     გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე ნასწავლი მასალა. შევისწავლეთ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორ  დავწეროთ პროექტი და როგორ მოვარგოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას ისტ-ის დახმარებით.  როგორც ყოველთვის, დღესაც საინტერესოდ ჩაიარა ჩვენმა ტრენინგმა.