воскресенье, 26 февраля 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

 
  როგორც  ყოველთვის, დღევანდელმა ტრენინგმაც  საინტერესოდ ჩაიარა.  გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა და შევისწავლეთ ახალი თემები: მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა, შეფასების რუბრიკა, გეგმის განხილვა და დავწერეთ რეფლექსია. ამ დღის მუშაობით კმაყოფილი ვარ. 

суббота, 25 февраля 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე


        ტრენინგის მეხუთე დღე  ტრადიციულად  განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ .
შემდეგ  გავიაზრეთ, როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები და დავურთოთ   გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა  ჩვენს ნაშრომს  .
ვისწავლეთ, როგორ დავტოვოთ  კომენტარები  ჩვენ მიერ დათვალიერებულ ბლოგზე .
დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები.
შევქმენით მოსწავლის ბლოგი რომელიც ძალზედ საინტერესო იყო.
გავარჩიეთ  გამოსაყენებელი ინფორმაციული ელემენტები. ვისწავლეთ სურათების    ჩასმა გვერდზე. დღევანდელი  ჩვენი და ტრენერის ქ-ნი ქეთევანის მუშაობით კმაყოფილები ვართ.

воскресенье, 19 февраля 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე.

  საინტერესო ტრენინგი იყო.  გავიმეორეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა.  შევისწავლეთ  როგორი ფორმით მოვახდინოთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. გავეცანით დროში გაწელილ შეფასების გაგმას. შევისწავლეთ პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია და ვიმუშავეთ რეფლექსიაზე. 

суббота, 18 февраля 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

     გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე ნასწავლი მასალა. შევისწავლეთ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორ  დავწეროთ პროექტი და როგორ მოვარგოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას ისტ-ის დახმარებით.  როგორც ყოველთვის, დღესაც საინტერესოდ ჩაიარა ჩვენმა ტრენინგმა.

воскресенье, 12 февраля 2017 г.

ტრენინგის მეორე დღე.

         

       საინტერესო იყო   პირველი და მეორე დონის ტრენინგებზე ნასწავლი მასალის  გამეორება.   ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ  ბუკლეტების დამზადება.  ძალიან საინტერესო ტრენინგი გამოგვივიდა. 

суббота, 11 февраля 2017 г.

ტრენინგის პირველი დღე


          ინტელის ტრენინგი დავიწყეთ 2017 წლის 11 თებერვალს.
  ტრენინგზე პირველი დღის განსახილველი საკითხები :

 1.გაცნობა
 2.ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა.
 3.გზამკვლევის გაცნობა.
 4.პორტფოლიოს  საქაღალდის შექმნა
 5.კურსის რესურსების გაცნობა-შენახვა.
 6.პროექტების განხილვა.
 7ბლოგის შექმნა
 8.რეფლექსია.

     ტრენინგზე განვიხილეთ ყველა საკითხი.   შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე. გავეცანით კურსის რეცურსებს. განვიხილეთ  უკვე შექმნილი პროექტები და შევქმენით საკუთარი ბლოგი .  გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, რომელიც გამომადგება შემდგომში ნაყოფიერ მუშაობაში.